გამოფენა -"Expo Batumi"

13 მაისს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა "Expo Batumi" გაიხსნა.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობს აჭარის მუზეუმი . წარმოდგენილ იქნა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ექსპოზიციაში  და ფონდებში დაცული ტანსაცმლისა და სხვადასხვა აქსესურების ნიმუშები, აკვანი, სკივრი, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატები, მუზეუმის მაღაზია სალონის ნივთები (მინაბაძები).